თავში

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღ
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის  დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გიორგი გოგიჩაიშვილს და ლევან ლიპარტიას ბრალად ქრთამის აღება ედებათ. დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დებს ბრალს.

გამოძიების თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 ათასი ლარი, საიდანაც წინსწრებით გამოართვა 20 000 ლარი. ინფორმაციის თანახმად, აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.  სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, ბორჯომის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს დამატებით 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 ათასი ლარი გამოართვა.

სუს-ი ირწმუნება, რომ დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system