თავში

ჩაკეტილ კარში მძინავს, რომ არ შემომივარდესო - რას წერდა სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი მეგობარს

ჩაკეტილ კარში მძინავს, რომ არ შემომივარდესო - რას წერდა სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი მეგობარს
ჩაკეტილ კარში მძინავს, რომ არ შემომივარდესო - რას წერდა სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი მეგობარს

სტამბოლის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი საკუთრ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება. სასიკვდილო ჭრილობები კი მას, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა, რომელთა ვინაობას არ ამჟღავნებენ, სამართალდამცავებს აცნობეს, რომ ის 2 დღის განმავლობაში მათთან კონტაქტზე არ გადიოდა. ქალის საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლები და მედიკოსები გაგზავნეს, მაგრამ ადგილზე მისულებს ის გარდაცვლილი დახვდათ. პოლიცია, სავარაუდოდ, მოკლულის ქმარს ეძებს.

report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილი ქალის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.

როგორც report.ge-მ გაარკვია, მოკლული 32 წლის სენაკელი თამთა ჯანჯღავაა. თამთა ჯანჯღავას ახლობელი სალომე კურდღელია აცხადებს, რომ ის მეუღლის მხრიდან მუდმივად იყო ძალადობის მსხვერპლი. 

თამთა ჯანჯღავას კიდევ ერთი მეგობრის, თეონა საღინაშვილის განცხადებით, ქმარი ქალს მუდმივად ემუქრებოდა და მასზე ძალადობდა. მეგობრის მტკიცებით, მას ჯანჯღავა ფოტოებსაც უგზავნიდა, რომელზეც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. საღინაშვილი ამბობს, რომ თურქეთში მყოფ მეგობარს, საქართველოდან ვერაფრით ეხმარებოდნენ. მისივე ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავა მეგობარს ეუბნებოდა, რომ ჩაკეტილ კარში ეძინა, რადგან ეშინოდა. ქალი ხელფასის აღების შემდეგ, თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა.

"ეს ბიჭი იყო სულ აგრესიული. ძალიან ბევრს ემუქრებოდა, ამაზრზენი იყო. საშინელ სიტყვებს ეუბნებოდა და აწამებდა. სურათებიც გვანახა, როგორი ნაცემი იყო. მოკლედ, ძალიან რთული სიტუაცია იყო და აქედან ვერაფერს ვშვებოდით. მე უნდა ჩავსულიყავი თურქეთში სამი დღით, სანახავად და მითხრა, უნდა გაგაპაროს შენ ესპანეთშიო და ძალიან უცემია. ამაზე გავგიჟდი, მეთქი - გოგო, წამოდი! თვის ბოლოს წამოვალო, ჩაკეტილ კარში მძინავსო, რომ არ შემომივარდესო და თვის ბოლოს წამოვალ, ხელფასს, რომ ავიღებო. ჩემს ამბავს მოყვა მისი ცემა და ამაზე ძალიან ვნერვიულობ," - აღნიშნა მოკლულის მეგობარმა თეონა საღინაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სტამბოლში საქართველოს მოქალაქის გვამი აღმოაჩინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system