თავში

ჩუღურეთში ავტომობილი დაცხრილეს

ჩუღურეთში ავტომობილი დაცხრილეს
ჩუღურეთში ავტომობილი დაცხრილეს

ჩუღურეთში ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ სამ პირს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ავტომობილის მძღოლი. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით სროლა ხალხმრავალ ადგილას, მანჯგალაძისა და ხუდადოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ამ დროისთვის ავტომობილი ადგილზე აღარ იმყოფება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლა ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მოძრავ მანქანაში მყოფმა პირებმა პარკინგზე გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილიდან მიიმალნენ.

მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა კიდევ რამდენიმე ავტომობილი, რომელში მყოფმა პირებმაც დაცხრილული მანქანა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system