თავში

დააკავეს პირი, რომელიც ინტერნეტით მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა

დააკავეს პირი, რომელიც ინტერნეტით მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა
დააკავეს პირი, რომელიც ინტერნეტით მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეძენას სთავაზობდა.

როგორც report.ge-ს უწყებიდან აცნობეს, ბრალდებულმა Telegram-ში შექმნა ჯგუფი სახელწოდებით - MODGOVGE INFO და დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. მათივე განცხადებით, დაკავებული მოქალაქეებს ერთერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს - გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system