თავში

,,აისაფორთის" გაქურდვაში ბრალდებული დაკავებულია - VIDEO

,,აისაფორთის" გაქურდვაში ბრალდებული დაკავებულია - VIDEO
,,აისაფორთის გაქურდვაში ბრალდებული დაკავებულია - VIDEO

სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული ი.კ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამა წლის 12 იანვარს, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია აისაფორთიდან“ მობილური ტელეფონები და ფული მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში უკანონოდ შეღწევით ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system