თავში

დანაშაულში, სავარაუდოდ, არასწრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ - კასპში მომხდარი მკვლელობის დეტალები

დანაშაულში, სავარაუდოდ, არასწრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ - კასპში მომხდარი მკვლელობის დეტალები
დანაშაულში, სავარაუდოდ, არასწრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ - კასპში მომხდარი მკვლელობის დეტალები

კასპში 50 წლის გიორგი გობაშვილი მოკლეს, მძიმედა არის დაჭრილი სოფელ ნოსტეში მცხოვრები კიდევ 2 კაცი. კლინიკა "მედალფაში" ამბობენ, რომ 50 წლის კაცს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ის რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაჭრილთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის სავარაუდოდ თბილისში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გვიან ღამით მეორე სოფლიდან კაცები ლუდის საყიდლად მაღაზიაში გადავიდნენ, თუმცა ყიდვა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, არ გამოირიცხება ამ დაპირისპირებაში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობაც, რომლებიც კონფლიქტის დროს, შორიახლოს იმყოფებოდნენ. 

"აქ ბავშვები ისხდნენ, ესე მე-10 მე-11 კლასის ბავშვები, მერე წავიდნენ ზევით და იქ მოსვლიათ ნოსტელებთან ჩხუბი. სკოლის მოსწავლეები იყვნენო ასე თქვეს, ზუსტად არ ვიცი. ერთი მოკლეს და ორი დაჭრეს, ლუდს ითხოვდნენ და ვინ მისცემდა ღამის 2 საათზე?"- ამბობ ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა დაკავებული არაა. საქმე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system