თავში

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს (ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი) ი.კ.-ს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ report.ge-ს პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს ი.კ.-მ და ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. ,,კუნძულის“ დირექტორის ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა - ი.კ.-მ და ზ.ყ.-მ, ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო.

აღნიშნული ქმედებით ი.კ. და ზ.ყ., სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ე.ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system