თავში

ფოთში 21 წლის ახალგაზრდა მუცლის არეში დაჭრეს

ფოთში 21 წლის ახალგაზრდა მუცლის არეში დაჭრეს
ფოთში 21 წლის ახალგაზრდა მუცლის არეში დაჭრეს

ფოთში 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მას ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება კონფლიქტში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი სენაკის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system