თავში

გაისროლა და შევიდა, დაწექით, ძარცვააო - რას ჰყვება "საქართველოს ბანკის" თანამშრომელი

გაისროლა და შევიდა, დაწექით, ძარცვააო - რას ჰყვება "საქართველოს ბანკის" თანამშრომელი
გაისროლა და შევიდა, დაწექით, ძარცვააო - რას ჰყვება საქართველოს ბანკის თანამშრომელი

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ცენტრალურ ფილიალს სავარაუდოდ შეიარაღებული პირები აყაჩაღებენ. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს აყვანილი ჰყავთ მძევლები. პერიმეტრი პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული და გადაადგილება შეზღუდულია.

არსებული ინფორმაციით, მათ მძევლებად ჰყავთ აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები. ადგილობრივების ცნობით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

ბანკის თანამშრომლის ინფორმაციით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენობაში შესვლისას ცეცხლი გახსნა და ადგილზე მყობეს უთხრა, რომ ძარცვას გეგმავდა. 

"თოფი აქვს, რამდენადაც შევხედე, კარგად ვერც დავინახე, აპარატთან ვიდექი, კლიენტს ვემსახურებოდი. გაისროლა რამდენიმეჯერ და ეგრევე შევიდა. გვითხრა, დაწექით ყველანი, ძარცვააო. მერე აღარაფერი მახსოვს. ზუსტად არ ვიცი რამდენი თანამშრომელია ახლა შენობაში, მე თავად როგორ მოვახერხე გამოსვლა, ისიც კი არ მახსოვს" - განაცხადა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system