თავში

განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს

განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს
განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს

რამდენიმე საათის წინ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. 

ვახანია განმუხურში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით თავს ნაცნობი პირი დაესხა. ვახანიამ მას კარი საკუთარი ხელით გაუღო. 

მოკლულის ცხედარი, მისივე კუთვნილი, მშენებარე სასტუმროს ტერიტორიაზე მუშამ იპოვა.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე ინდეტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ბიზნესწილებზე დავას უკავშირდება.

ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას, ძირითადად, რუსეთში ეწეოდა. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ვახანია წარსულში ზუგდიდის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system