თავში

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

თბილისში სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებულმა ნ.ც.ურთიერთშელაპარაკების ბრადლებით ნაცნობს თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 

დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რომელიც ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. 

სამინისტროს ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system