თავში

ღიად მემუქრებიან, ვითხოვ გამოძიების დაწყებას - ნიკა გვარამია

ღიად მემუქრებიან, ვითხოვ გამოძიების დაწყებას - ნიკა გვარამია
ღიად მემუქრებიან, ვითხოვ გამოძიების დაწყებას - ნიკა გვარამია

"გამომძიებელმა მითხრა პირდაპირ, რომ ცეცხლს ვეთამაშები, ახლა ეს რა არის, გაარკვიოს თვითონ პროკურატურამ ჩემი განცხადების საფუძველზე", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც დღეს გამოკითხვაზი მის მიერ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე, პროკურორების მისამართით ნათქვამი ფრაზის გამო დაიბარეს. 

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

"პროკურორი კიდევ ამტკიცებდა, რომ მე ვიხმარე სიტყვა გამო***ვებული, მის ციტირებას ვახდენ, შემდეგ მას განემარტა, რომ ეს ასე არ არის. მერე დაიწყო სიტყვა - "გამოკვლევებულის" გამოკვლევა და პროცესის ბოლომდე სიტყვა "გამოკვლევებული" ბოლომდე "გამოკვლევებული" გახდა და მივხვდით, რომ ეს არის ხუმრობა და ა.შ.

გამომძიებელი ბატონი ბრეგვაძე მეკითხებოდა - სააკაშვილის მიმართ ვიხმარ თუ არა ამ სიტყვას, გასაგებია ხომ რა ინტერესია ?! ზუსტად იგივეს მეკითხებოდა "POS TV" გორის ჰოსპიტალის წინ. მე ვუთხარი, რომ ხუმრობით ამ სიტყვას რა კონტექსტში გამოვიყენებ, ეს არის ჩემი საქმე და ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ხუმრობად.

მერე მკითხეს, ამ სიტყვით რომ დაიწყოს ჩემ მიმართ "გამოკვლევებულით" მომართვა ვიქნები თუ არა შეურაცხყოფილი. ჩემი პასუხი იყო, რომ მისი გვარი არის ბრეგვაძე და ყველამ რომ ბრეგვაძე მეძახოს ერთ მშვენიერ დღეს, მე მაინც შეურაცხყოფილი ვიქნები, რადგან მე მაქვს სახელი და გვარი და სიტყვა ბრეგვაძე შეურაცხმყოფელია თუ არა ესეც ვკითხე პროკურორს.

რომ დასრულდა, ამ საკითხის გამოკვლევა, მე ვიკითხე, ხომ გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, სხდომა დასრულებულ იყო, ოღონდ მოსამართლე დარბაზში იყო ჯერ კიდევ, მითხრეს, რომ კი, ანუ ეს საკითხი გამოკვლევებულია-მეთქი, კიდევ ერთხელ ვიხუმრე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მართლა ხუმრობაა, რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ, მოსამართლის თანდასწრებით ოღონდ სხდომის მიღმა, მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები. ცეცხლს ეთამაშები არის მუქარა, ამის შემდეგ მან დაიწყო მტკიცება, რომ ის ხუმრობდა, ანუ სიტყვა გამოკვლევებული თურმე არ ყოფილა ხუმრობა და ცეცხლს ეთამაშები ყოფილა ხუმრობა. ცეცხლს ეთამაშები არანაირ განზომილებაში არ წარმოადგენს ხუმრობას გამომძიებლის მხრიდან როცა მიემართება მოწმეს, რომელიც პოტენციურად ბრალდებულია.

ცეცხლს ეთამაშები არის ღია მუქარა პროცესის მონაწილის მიმართ გამომძიებლის მხრიდან ამიტომ მე ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ სისხლის სამართლის აღძვრას გამომძიებელ ბრეგავაძეზე მუქარის მუხლით და მოწმედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება პროკურორი, რომელიც გვერდში ეჯდა და ეს მოისმინა, ასევე მოსამართლე და სხდომის მდივანი. ვინ ეთამაშება ცეცხლს, ამას ვნახავთ", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system