თავში

გლდანში 500 ტონა ლითონის მილები მოიპარეს - კალაძე

გლდანში 500 ტონა ლითონის მილები მოიპარეს - კალაძე
გლდანში 500 ტონა ლითონის მილები მოიპარეს - კალაძე

გლდანში გზის და წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ, 500 ტონა ლითონის ძველი მილები მოიპარეს. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს.

"მოგეხსენებათ, გლდანში დავამთავრეთ ვეკუა-ხიზანიშვილის გზის რეაბილიტაცია, რომელიც ხარვეზებით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით შიდა აუდიტმა მოკვლევა ჩაატარა. იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და გენერალურ პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია დოკუმენტაცია.

გამოიკვეთა მეორე სავარაუდოდ დანაშაულიც - ის ძველი მილები, რომელიც გამოიცვალა და დასაწყობებული იყო, ეს მილები აღარ არის, მოიპარეს.

საუბარია 500 ტონა ლითონის მილებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენდა. მინიმუმ 200 000 ლარია ზარალი. ამ საკითხზეც საქმე მთავარ პროკურატურას გადაეცემა. ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა და ვინც გარეულია ამ დანაშაულში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system