გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა.
მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი.
დაჭრის ფაქტი report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
შორენა სურმანიძე
ავტორი