თავში

გმირთა მოედანზე სროლა იყო - ერთმანეთს რამდენიმე ათეული ადამიანი დაუპირისპირდა

გმირთა მოედანზე სროლა იყო - ერთმანეთს რამდენ
გმირთა მოედანზე სროლა იყო - ერთმანეთს რამდენიმე ათეული ადამიანი დაუპირისპირდა

თბილისში,გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს რამდენიმე პირი დაუპირისპირდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ნიუსპოსტი" ავრცელებს, რომელიც წერს, რომ შემთხვევა, სავარაუდოდ, სპონტანურ ხასიათს არ ატარებდა. 

"ადამიანთა დიდმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა რამoდენიმე ადამიანზე. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია ვინ განახორციელა გასროლა, აღსანიშნავია ის, რომ ადგილზე ოპერატიულად მოხდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ერთეული ეკიპაჟის მoბილიზება , თუმცა სამართალდამცავების გამოჩენას დაპირისპირებულ მხარეებზე გავლენა არ მოუხდენია, სანამ პოლიციელთა რაოდენობა საგრძნობლად არ გაიზარდა", - ნათქვამია ნიუსპოსტის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 126 მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს ძალადობას. ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით ერთი პირია დაკავებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system