გორის ცენტრში პატრულის თანამშრომელს სცემეს.
სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
უწყების ცნობით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.