თავში

გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

შსს-მ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1982 წელს დაბადებული პირი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით ხელის არეში დაზიანება მიაყენა 1987 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - 2 დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system