თავში

გუდაურში რესტორნის მფლობელ ქალს სცემეს

გუდაურში რესტორნის მფლობელ ქალს სცემეს
გუდაურში რესტორნის მფლობელ ქალს სცემეს

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი გუდაურში, რესტორნის მფლობელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება რესტორან „მთვრალ ალუბალში“ მივიდა, რომელსაც დაცვის თანამშრომლებმა შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს ადგილზე მივიდა დაწესებულების მფლობელი, რომელსაც აღნიშნული პიროვნება ფიზიკურად გაუსწორდა. 

გარდა ამისა, უწყებაში უარყოფენ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რესტორნის მფლობელს ინციდენტამდე ვინმე ემუქრებოდა, მან სამართალდამცავებს მიმართა და პოლიციელებს რეაგირება არ ჰქონიათ. შსს-ში აცხადებენ, რომ მუქარასთან დაკავშირებით პოლიციისთვის აღნიშნულ პირს არ მიუმართავს.  

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დამნაშავებული არ არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system