თავში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაქურდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაქურდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საფლავები გაქურდეს.

ადგილობრივების თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ეს საფლავებზე ქურდობის უკვე მეორე შემთხვევაა.

ტერიტორიიდან  წაღებულია ალუმინის კონსტრუქციები.

სოფელ ჩუმლაყის მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, რადგან მანამდე უცნაური არაფერი შეუნიშნავთ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას ნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system