თავში

გურჯაანში ეკელსია გაძარცვეს და დაარბიეს

გურჯაანში ეკელსია გაძარცვეს და დაარბიეს
გურჯაანში ეკელსია გაძარცვეს და დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს.

დილით ტაძარში მისულ სტიქაროსანს ხატები დამტვრეული, ხოლო გარკვეული რაოდენობის თანხა წაღებული დახვდა.

„ფანჯარაა ჩამტვრეულია, საიდანაც მძარცველები შევიდნენ. მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს არ ვიცი, დამტვრეული დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს“,- ამბობს სტიქაროსანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ფოტო: კახა კუპატაძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system