თავში

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ცეცხლსასროლო იარაღით 30 წლამდე ახალგაზრდა მოკლეს.  ინციდენტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

 ურთიერთშელაპარაკებით დაწყებული ფიზიკური დაპირისპირება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, ხოლო ერთი მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მას ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.

„რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში შემოიყვანეს ორი მამაკაცი. სამწუხაროდ, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორეს მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაშია, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება“,- განაცხადა ორველაშვილმა.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system