თავში

33 წლის კაცმა მშობლებსა და დას სცემა - VIDEO

33 წლის კაცმა მშობლებსა და დას სცემა - VIDEO
33 წლის კაცმა მშობლებსა და დას სცემა - VIDEO

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ა. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მშობლებსა და დას, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დ.ა. ამავე მისამართზე, უკანონოდ ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და მოყვანას", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system