თავში

ინგა გრიგოლია: "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ინგა გრიგოლია: "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
ინგა გრიგოლია: ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი ვინაობის პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის დირექტორი ინგა გრიგოლია ავრცელებს. მისი თქმით, ინცინდენტი თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების შემდეგ მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი ინტერვიუებზე მუშაობდა.

გრიგოლია, დაზარალებულებთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც შესაბამისი საგამოძიებო მუშაობა მიმდინარეობს.

„ვარ ძალიან გაბრაზებული. იმ ნაძირლებს, ვინც ჩემს ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ, პირობას ვაძლევ, კანონის ძალით ვაგებინებთ პასუხს“, - თქვა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system