თავში

ახალგაზრდა კაცი მოპედის ქურდობისთვის დააკავეს - VIDEO

ახალგაზრდა კაცი მოპედის ქურდობისთვის დააკავეს - VIDEO
ახალგაზრდა კაცი მოპედის ქურდობისთვის დააკავეს - VIDEO

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system