თავში

კახეთში 47 წლის კაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კახეთში 47 წლის კაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
კახეთში 47 წლის კაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 47 წლის კაცის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა და დაშავდა. 

ამ დროისთვის ის საავადმყოფოში იმყოფება.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულმა შუა ხნის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით, თავისა და გულ-მკერდის არეში დაჭრა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system