თავში

კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს - VIDEO

კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს
კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს - VIDEO

სოფელ აფენში სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატიურად ყიდდა. სამართალდამცველებმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შემდეგ ეჭვმიტანილის ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8- დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system