თავში

კაცი მანქანაში ჩაცხრილეს - ერთ-ერთი ვერსიით, მსხვერპლი სხვაში შეეშალათ

კაცი მანქანაში ჩაცხრილეს - ერთ-ერთი ვერსიით, მსხვერპლი სხვაში შეეშალათ
კაცი მანქანაში ჩაცხრილეს - ერთ-ერთი ვერსიით, მსხვერპლი სხვაში შეეშალათ

კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე კაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი.

ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო დაგეგმილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ურთიერთდაპირისპირება გახდა. როგორც ჩუმლაყში ამბობენ, მოკლულია სამეგრელოდან სამუშაოდ კახეთში ჩასული კაცი. 

report.ge მომხდარის დეტალებს შსს-ში აზუსტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system