თავში

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system