თავში

კოლუმბიაში ტონობით კოკაინის გადამზიდი წყალქვეშა ნავი იპოვეს

კოლუმბიაში ტონობით კოკაინის გადამზიდი წყალქვეშა ნავი იპოვეს
კოლუმბიაში ტონობით კოკაინის გადამზიდი წყალქვეშა ნავი იპოვეს

კოლუმბიელმა სამხედროებმა ნარკო-კარტელის წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ხომალდის საშუალებით კოკაინი წყნარი ოკეანის აუზში გადაჰქონდათ. 

ნავი 18 მეტრი სიგრძისაა და მასზე 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოცულობის ნარკოტიკის მოთავსებაა შესაძლებელი. ის დასავლეთ კოლუმბიაში, მუნიციპალიტეტ ბაიო ბაუდოში, პანამის საზღვართან ახლოს იპოვეს. 

ბატალიონის მეთაურმა ჯოვანი კარილომ ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ნავი მზად იყო გამოყენებისთვის. მისივე განმარტებით, ეს არალეგალური მასალების გადაზიდვისთვსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. 

ბოლო პერიოდში კოლუმბიაში რამდენიმე მსგავსი ხომალდი აღმოაჩინეს. ერთ რეისზე, წყალქვეშა ნავს, საშუალოდ, 3 ტონა კოკაინი გადააქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system