თავში

ქუთაისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში ნარკოტიკი იპოვეს

ქუთაისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში ნარკოტიკი იპოვეს
ქუთაისის აეროპორტში მგზავრის ხელბარგში ნარკოტიკი იპოვეს

ქუთაისის აეროპორტში მებაჟე-ოფიცრებმა მგზავრის ბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები იპოვეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე ეჭვის საფუძველზე გადაამოწმეს. მისი ხელბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა 126 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system