თავში

ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს ოთხი ავტომობილი გაქურდეს

ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს ოთხი ავტომობილი გაქურდეს
ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს  ოთხი ავტომობილი გაქურდეს

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, კომენდანტის საათის დროს ოთხი ავტომობილი ერთმანეთის მიყოლებით გაქურდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე ავტომობილს ჩამსხვრეული აქვს მინები და წაღებულია მეპატრონეების პირადი ნივთები.

"ღამე არის გატეხილი, კომენდანტის საათის დროს, როგორც ჩანს ჩამოუვლიათ სამი გატეხეს მოპირდაპირე მხარეს და მეოთხე გამოვლის დროს მიაყოლეს",- განაცხადა ერთ-ერთი ავტომობილის მეპატრონემ

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system