თავში

ლანჩხუთში 70 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

ლანჩხუთში 70 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
ლანჩხუთში 70 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

ლანჩხუთში სამგზავრო მატარებელი 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

Report.ge რკინიგზის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს რომ სამგზავრო მატარებელი ბათუმიდან თბილისში მიემგზავრებოდა, შემთხვევის შემდეგ მატარებელმა მოძრაობა შეაჩერა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system