თავში

ლანჩხუთში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს
ლანჩხუთში შინდისის გმირის საფლავი გაძარცვეს

ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში ეროვნული გმირის, შინდისში დაღუპული რუსლან წულაძის საფლავი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნიგოითის თემის რამდენიმე სოფელში ბოლო დღეებში, დაუდგენელმა პირებმა სასაფლაოები გაძარცვეს. 

ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გიგა დოლიძის განცხადებით, გაძარცვულია სამი სოფლის სასაფლაო.

"სამწუხაროდ, ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება. გაძარცვულია ქვიანის, ჭყონაგორისა და ნიგოითის სოფლის სასაფლაოები, საიდანაც მოხსნილია და წაღებულია ალუმინის მასალები", - თქვა გიგა დოლიძემ.

ფაქტზე გამოძება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system