თავში

მამა საკუთარი 11 წლის შვილის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

მამა საკუთარი 11 წლის შვილის მიმართ ჩადენი
მამა საკუთარი 11 წლის შვილის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

თბილისში გასული კვირის განმავლობაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ოთხი მოზარდი მის მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაზე ალაპარაკდა. მათ შორის არის 11 წლის ბავშვი, რომელზეც საკუთარი მამა ძალადობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სხვა შემთხვევებში მოძალადეები ძირითადად ოჯახის ნათესავები ან მეზობლები არიან.

„სავარაუდო მოძალადე არის მამა. ბავშვი არის 11 წლის. 2 შემთხვევა იყო გარყვნილი ქმედების და რამდენიმე წლის ინტერვალით მოხდა მსგავსი შემთხვევა. სკოლამ მოახდინა იდენტიფიცირება და სკოლამ მოგვმართა ჩვენ“, - განაცხხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

საქმეებზე დაწყებულია გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system