თავში

მამაკაცი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრეს - სისხლიანი გარჩევის დეტალები

მამაკაცი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრეს - სისხლიანი გარჩევის დეტალები
მამაკაცი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრეს - სისხლიანი გარჩევის დეტალები

გორში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი პირი დაიჭრა. დაშავებულები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია, როგორც თავდასხმის ობიექტი, ასევე თავდამსხმელი. დაჭრილები არიან გიორგი ჩუხრუკიძე და ლექსო რაზმაძე. რაზმაძე წარსულში პოლიციელის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. 

შემთხვევა გორში, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. 

როგორც თვითმხილველები მედიასთან ყვებიან, სროლისა და დაჭრის ფაქტები ერთ-ერთი დაშავებულის მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა. მამაკაცს თავს დაესხნენ მაშინ, როცა ავტომობილი სახლთან გააჩერა და ცდილობდა, შვილი მანქანიდან გადმოეყვანა. სროლის დროს არასრულწლოვანი არ დაშავებულა. 

დაჭრილის, მეუღლის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მის ქმარს რამდენჯერმე, დამიზნებით ესროლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება წარსულში არსებულ შუღლს მოჰყვა. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – სსკ-ის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე, 236-ე მუხლით (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system