თავში

მარნეულში ყაჩაღობისთვის 6 პირი დააკავეს

მარნეულში ყაჩაღობისთვის 6 პირი დააკავეს
მარნეულში ყაჩაღობისთვის 6 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მარნეულში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. სოფელ ყიზილაჯლოში 18 იანვარს 6 პირი თავს დაესხა ჯართის მიმღები პუნქტის ტერიტრიაზე მდებარე ვაგონს და იქ მყოფ თანამშრომლებს. მათ 2000 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, ორი საათი და ვერცხლის ყელსაბამი გასტაცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელებმა დაზარალებულებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მეორე ვაგონში გადაიყვანეს და ჩაკეტეს, ის ვაგონი კი, რომელზეც თავდაპირველად განახორციელეს თავდასხმა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით დაწვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ეჭვმიტანილები დღეს დააკავეს. პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონები, დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system