თავში

მკვლელმა, სავარაუდოდ, ქალი გაიტაცა - ავჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელმა, სავარაუდოდ, ქალი გაიტაცა - ავჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
მკვლელმა, სავარაუდოდ, ქალი გაიტაცა - ავჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, ავტომობილში კაცი ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველი report.ge-ს უყვება, მამაკაცის ცხედარი ავტომობილში იარაღით ხელში იპოვეს.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან თავდამსხმელმა დაახლოებით ექვსჯერ გაისროლა, ადგილობრივების თქმითვე, მოკლული მამაკაცი ქალთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მკვლელმა გაიტაცა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ამ დროისთვის, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system