თავში

მკვლელობა კახეთში - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

მკვლელობა კახეთში - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
მკვლელობა კახეთში - სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მახლობლად მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც გარდაცვლილი მინდია ჩიქობავას დედა აცხადებს, მის შვილს კახეთში კონფლიქტი არავისთან ჰქონდა და იქ სამუშაოდ, დაახლოებით 3 თვის წინ წავიდა. 

"დაახლოებით 6 დღის წინ დამირეკა და მომიკითხა, მითხრა, რომ თვითონაც კარგად იყო. სხვა არაფერი უთქვამს, დღეს დილით კი, ეს ამბავი გავიგე. ჩემი შვილი კახეთში, დაახლოებით 3 თვის წინ, სამუშაოდ წავიდა. ვისთან მუშაობდა არ ვიცოდი, კონფლიქტთან დაკავშირებითაც არაფერი უთქვამს და არც არაფერი ვიცი", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. 

სროლის შედეგად დაჭრილი პირის განცხადებით, მას არ დაუნახავს ვინ ისროლა და არც ის იცის ვისი მოკვლა სურდა თავდამსხმელს. 

"არაფერი არ მახსოვს, ვინ გვესროლა არ დამინახავს, ვისი მოკვლა უნდოდათ ისიც არ ვიცი. კახეთში სამუშაოდ ვარ ჩამოსული და დილით სამუშაოდ მივდიოდით სხვა არაფერი ვიცი", - განაცხადა დაჭრილმა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს,  შემთხვევის ადგილზე მისულმა, დასისხლიანებული და დაჭრილი ადამიანები დაინახა.

"რომ მივედით სისხლიანები გამორბოდნენ ამ მანქანიდან. ერთი დაჭრილი იყო და მანქანიდან გადმოსვლა არ შეეძლო და ახალგაზრდა მეგრელი ბიჭი დაეხმარა დაცხრილული მანქანიდან გადმოსვლაში და ყველანი მანქანით წაიყვანეს. სხვა მე არაფერი დამინახავს", - აცხადებს ადგილობრივი. 

ცნობისთვის, დღეს, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე კაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system