თავში

მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ორი პირი დააკავეს

მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ორი პირი დააკავეს
მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკაში ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის მკვიდრს ღამით თავს დაესხნენ და ფული მოსთხოვეს.  წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ  ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა აღნიშნულ დანაშაულზე ერთი პირი წალკაში, ხოლო მეორე რუსთავში დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ედებათ. 

აღნიშნული დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system