თავში

მარტვილში ახალგაზრდა კაცის მკვლელობისთვის მეზობელი დააკავეს

ობისთვის მეზობელი დააკავეს
მარტვილში ახალგაზრდა კაცის მკვლელობისთვის მეზობელი დააკავეს

პოლიციამ მარტვილში მომხდარი მკვლელობისთვის 59 წლის კაცი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თანასოფლელს - რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system