თავში

მოლარეს სამეურნეო საგანი ესროლა, ოპერატორს კი სცემა - შსს-მ ერთი პირი დააკავა

მოლარეს სამეურნეო საგანი ესროლა, ოპერატორს კი სცემა - შსს-მ ერთი პირი დააკავა
მოლარეს სამეურნეო საგანი ესროლა, ოპერატორს კი სცემა - შსს-მ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. ძალადობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბანში, ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის მოლარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამეურნეო საგანი ესროლა. მ.ო.-მ ამავე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, რომელმაც მას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სიტუაციის განმუხტვა სცადა, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system