თავში

ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა
ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი ლიკვიდაციის შესაძლო დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ მან გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

გვარამია ამბობს, რომ მსგავსი ტიპის მუქარა მის მიმართ აქამდეც განხორციელებულა, თუმცა ამჯერად ის "ზედმეტად დეტალური" იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიექცია. 

"გულწრფელად გითხრათ, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია, ან რაღაც პროვოკაცია, თუმცა იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს.

დიდი მნიშვნელობის საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელმწიფოსთვის. ამ სახელმწიფოს ჰქვია რუსეთი და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რუსულ პოლიტიკას ატარებს. ამიტომ, ჩემთვის ეს როგორც პირადი საკითხია, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system