თავში

ნიკა მელიას ოფისი დაწვეს

ნიკა მელიას ოფისი დაწვეს
ნიკა მელიას ოფისი დაწვეს

დღეს, გამთენიისას, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი უცნობმა პირებმა დაწვეს.

დაზიანებულია შენობის შიდა ნაწილი და ჩამსხვრეულია შუშები. ინციდენტის შესახებ პირველად მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაიგეს.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია მუშაობს.

report.ge დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system