თავში

პოლიციამ 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - VIDEO

პოლიციამ 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - VIDEO
პოლიციამ 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - VIDEO

სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

,,სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული - თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system