თავში

პოლიციამ სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობისთვის 2 პირი დააკავა

პოლიციამ სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობისთვის 2 პირი დააკავა
პოლიციამ სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1981 წელს დაბადებული მ.მ და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ. და ჯ.მ. ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს უკანონოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის 2 ხუფი
ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system