თავში

პოლიციელზე თავდასხმისთვის თბილისში მამაკაცი დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის თბილისში მამაკაცი დააკავეს
პოლიციელზე თავდასხმისთვის თბილისში მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს", - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system