თავში

ყაჩაღობა თბილისში-30 წლის ქალი უთოთი აწამეს და ფული და ძვირფასეულობა წაართვეს

ყაჩაღობა თბილისში-30 წლის ქალი უთოთი აწამეს და ფული და ძვირფასეულობა წაართვეს
ყაჩაღობა თბილისში-30 წლის ქალი უთოთი აწამეს და ფული და ძვირფასეულობა წაართვეს

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დააყაჩაღეს. 30 წლის ქალს, საკუთარ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, უთოთი აწამეს და ძვირფასეულობა და 12 ათასი ლარი წაართვეს.

მომხდარის შემდეგ მან მეზობლებს სთხოვა, რომ ყაჩაღობის ფაქტი სამართალდამცავებისთვის არ შეეტყობინებინათ, რადგან თავდამსხმელები მას შვილის მოკვლით დაემუქრნენ. დაზარალებულის თქმით ბოროტმოქმედებმა იცოდნენ სად სწავლობდნენ მისი შვილები და რომელი ქუჩებით გადაადგილდებოდნენ.

მისივე ინფორმაციით თავდამსხმელები სახლში ნიღბებით და ფეხზე ბახილებით შევიდნენ.

დაშავებული ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 179 -ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

ამ დრომდე დაკავებული არავინ არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system