თავში

ყუმბარა მარჯვენა ხელში ეჭირა, მისი ბლოკირება შესაძლებელი იყო - ირაკლი ალადაშვილი

ყუმბარა მარჯვენა ხელში ეჭირა, მისი ბლოკირება შესაძლებელი იყო - ირაკლი ალადაშვილი
ყუმბარა მარჯვენა ხელში ეჭირა, მისი ბლოკირება შესაძლებელი იყო  - ირაკლი ალადაშვილი

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიჭრა, სავარაუდოდ, სამხედრო მოსამსახურეა. 

მისი შეფასებით, სპეცოპერაციისას დამნაშავის განეიტრალება შესაძლებელი იყო, თუმცა მშვიდობიანი გზის არჩევას უფრო გამართლებულად მიიჩნევს. 

"იმ ვიდეო კადრებიდან, რაც გავრცელდა,  შეიძლება დაკვირვება და იმის თქმა, როგორ ატარებს სამხედრო ფორმას და როგორ არის აღჭურვილი. ის, ან სამხედრო სამსახურში იყო, ან უფრო მეტიც, შეიძლება სპეცდანიშნულების რომელიმე რაზმშიც იყო.

კადრებში ჩანს, პისტოლეტი, ხელყუმბარა, რომელიც ერთი არ ექნებოდა, ის იყო რაღაცისთვის მზად, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი.

ის მაღალყელიანი ფეხსაცმელები რიგდება ერაყში და ავღანეთში, მაგრამ აქაც არის ყიდვა შესაძლებელი და ცალსახად რამის თქმა, შეუძლებელია. 

მარჯვენა მკლავზე ეკეთა ქართული დროშა, როგორც შეაიარაღებულ ძალებში უკეთიათ და ამით მან აჩვენა, რომ თავის დროზე სამხედრო სამსახურში უმსახურია. 

იფარავდა სახეს, კისერს და ხელებს, ცდილობდა ანაბეჭდები არ დაეტოვებინა, კადრი რომ არის დაფიქსირებული, იქ თვალებზე იფარებს ხელს, უნდა რომ მისი იდენტიფიცირება რაც შეიძლება გვიან მოხდეს.

გამოსვლის მომენტში, როცა მას წინ სამი მძევალი მოჰყავს და უკან მეოთხე ადამიანი მოყვება, მარჯვენა ხელში რომ უჭირავს ყუმბარა, ამ მომენტში მისი ფიქსირება და ბლოკირება შესაძლებელი იყო და ეს ფაქტობრივად მის განეიტრალებას ნიშნავდა, რადგან მას ავტომატიც მარჯვენა ხელში ჰქონდა და ყუმბარაც, ის ცაცია არ არის, მემარჯვენეა და ერთი ხელით ყველაფერს ერთად ვერ გამოიყენებდა, ამიტომ ყველას რომ მოენდომებია იქ, მისი ბლოკირება შესაძლებელი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია ეს გზა და მგონი, ეს სწორი პოლიტიკაა. გადაწყვიტეს მშვიდობიანი მეთოდით,"- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system