თავში

რატომ დაიწყო არეულობა ახალქალაქში - მომხდარის დეტალები

რატომ დაიწყო არეულობა ახალქალაქში - მომხდარის დეტალები
რატომ დაიწყო არეულობა ახალქალაქში - მომხდარის დეტალები

მასიური შეტაკება ახალქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის კაცი მოკლეს. 

მკვლელობას წინ უძღვოდა დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონემ, თვეების წინ, სოფელ კულიკამიდან ჩასულ ბიჭებს სასტუმროს ნომერი არ მიაქირავა.

ადგილობრივების განცხადებით, ამის შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება ღვივდებოდა, თუმცა მსგავსი მასშატაბის არეულობა მათთვის მოულოდნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system