თავში

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

რუსეთის დედაქალქში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. გარდაცვლილი, გურიის სოფელ ბაილეთიდანაა. ის უკვე წლებია, რაც რუსეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 

შემთხვევის სავარაუდო მიზეზად, გარდაცვლილსა და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის, წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება. 

Report.ge სოფელ ბაილეთში, მერის წარმომადგენელს, ზურაბ დარჩიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკისაა და წლებია რუსეთში ცხოვრობს. რა სახის კონფქლიტს უკავშირდება მომხდარი მას ინფორმაცია არ აქვს. მისი ინფრომაციით, გადმოსვენების პროცედურას თავად ოჯახი უზრუნველყოფს. გარდაცვლილ მამუკა დარჩიას საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ. 

როგორც report.ge- ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულზე შეტყობინება შვეიცარიის კონფედერაციაში, საქართველოს საერთაშორისო ინტერესების სექციაში ამ დრომდე არ შესულა. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიპლომატიური კავშირი არ არსებობს, შუამავლის როლს შვეიცარიის კონფედერაცია ასრულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system